"არჩევნები არის ქართველებისთვის, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გზით წავა ქვეყანა! ეს თქვენი მომავალია!" - ფიშერი
გერმანიის ელჩი საქართველოში ნინო შენგელიასთან ინტერვიუში არჩევნებში მონაწილეობას მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ქართველი ამომრჩეველის გადასაწყვეტია, თუ ქვეყანა რა გზით წავა.
ნუ იტყვით, რომ ვერაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ, ან რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ. ეს თქვენი მომავალია და პირადად თქვენ გეხებათ - ეუბნება საქართველოს მოქალაქეებს ფიშერი.
„არჩევნები არის ქართველებისთვის, მომავალი კი ქართველების გადასაწყვეტია, და თქვენ და თქვენმა თანამოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელი გზით წავა ქვეყანა. იყავით პოზიტიურები და არ განიცდოთ აპათია. თქვენი ცხოვრება და მომავალი თქვენი ხელშია. ნუ იტყვით, რომ ვერაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ, ან რომ პოლიტიკა არ გაინტერესებთ. ეს თქვენი მომავალია და პირადად თქვენ გეხებათ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარულის ნიშანია საქართველოს მიმართ, რომ ვთქვათ შემოგვიერთდით, ნამდვილად შემოგვიერთდით ჩვენს ორგანიზაციაში, ევროკავშირში."- განაცხადა ფიშერმა.