"არ მჯერა, რომ ევროკომისარმა მუქარა გააჟღერა... ჩვენ ხალხს არ ვკლავთ" - ფიშერი
გერმანიის ელჩს ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის, რომ მასთან კონკრეტულმა ევროკომისრმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა, არ სჯერა.
ფიშერი ამბობს, რომ "ეს წარმოუდგენელია"
"ჩვენ არ ვკლავთ ხალხს" - აცხადებს პიტერ ფიშერი და ახაზგასმით აცხადებს, რომ "ევროკავშირი ტერორს არ აფინანსებს"
"გაჟღერდა ბრალდებები, რომ ევროკავშირი ტერორს აფინანსებს. ევროკავშირი არ აფინანსებს ტერორს; ევროკავშირი ებრძვის ტერორს. გავრცელდა ბრალდება, რომ ევროპულმა კომისარმა სიცოცხლის მოსპობის მუქარა გააჟღერა. მე არ მჯერა. მე არ მომისმენია სატელეფონო საუბარი, მაგრამ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის. ჩვენ არ ვკლავთ ხალხს და ჩვენ რატომღაც მოგვიხსენიებენ გლობალური ომის პარტიის, ლიბერალური ფაშიზმის, რევოლუციის, მეორე ფრონტის შესახებ დისკუსიებში. ჩვენ ვფიგურირებთ ისეთ კონტექსტში, სადაც ჩვენი ადგილი არ არის", - ამბობს ფიშერი ნინო შენგელიასთან ინტერვიუში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.