"ამ კანონის არსებობის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება" - გერმანიის ელჩი საქართველოში

28.08.24 11:10
"ამ კანონის არსებობის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება" - გერმანიის ელჩი საქართველოში

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს, მისი არსებობის პირობებში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი" - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა დეზინფორმაციის ექსპერტთან ნინი შენგელიასთან ინტერვიუში განაცხადა.

პიტერ ფიშერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ "საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება და კრიტიკა, სამომავლო ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეში აყენებს".

გერმანიის ელჩი მიიჩნევს, რომ რიგითმა ქართველმა უნდა გააცნობიეროს ევროკავშირის წევრობის სარგებელი, რაც "მოიცავს  ცხოვრების უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს, მეტ ფინანსურ კეთილდღეობას, მაღალ ხელფასებს, მაღალ პენსიებს, დაცულ სოციალურ და ეკონომიკურ პირობებს და თავისუფლებას".

ევროკავშირის პარნტიორიობის ცენტრია და ევროკავშირში გაწევრიანება იურდიული პროცესია. მხოლოდ გრძნოებებზე ან ისტორიაზე არ ა არის საუბარი. თუ ქვეყანა მიიღებს კანონებს რომელიც ეწინაამდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრიცნიპებს, მაშინ ის ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში, უცხოური გავლენის გამჭივრალობის შესახებ კანონი არის ასეთი წინააღდეგობრივი სამართლებრივი აქტი, რადგან ის უხეშად ერევა იმ ფუნდამენტური უფლებებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის გარანტირებული. აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ პრინციპებს და მისი არსებობის პირობებში საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას"- ამბობს ფიშერი.

პიტერ ფიშერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს წინ არის ისტორიული და დროებითი შესაძლებლობა:

"ევროკავშირის კარი ფართოდ ღიაა, მაგრამ საქართველო უნდა შევიდეს ამ კარში. არ არსებობს გვერდითი კარი. ზოგჯერ ისტორიული შესაძლებლობები ქრება, და ზოგჯერ დემოკრატიები ქრება: გერმანიაში, დემოკრატია, და ჰიტლერი მოვიდა ძალაუფლებაში". - აცხადებს ფიშერი.