"ოცნების" დემარში დასავლურ მედიას - ივანიშვილის გუნდმა საერთაშორისო გამოცემას ინტერვიუზე უარი უთხრა

28.08.24 10:31
"ოცნების" დემარში დასავლურ მედიას - ივანიშვილის გუნდმა საერთაშორისო გამოცემას ინტერვიუზე უარი უთხრა

"ქართული ოცნების" დემარში დასავლურ მედიას - ავტორიტეტულ გამოცემას ივანიშვილის მთავრობა ინტერვიუზე უარს ეუბნება. საქართველოზე სტატია, სათაურით: ქვეყანა, რომელსაც ნატო და დასავლეთი კარგავენ, ცნობილ გამოცემა ნიუს ვიკს ეკუთვნის

საერთაშორისო გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავარობის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან მილევად რეჟიმშია, მაგრამ რუსეთთან კავშირები გაძლიერებულია.

საქართველოს მთავრობის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლურ ძალებთან სწრაფად იკლებს.  საქართველო, როგორც ჩანს, სხვა მიმართულებით მიდის.

დასავლეთის ქვეყნებმა გააპროტესტეს მმართველი პარტიის მზარდი ავტორიტარული შემობრუნება, ახლახანს დამტკიცებული, რუსული სტილის „უცხოური გავლენის“ კანონით, რომელიც მიზნად ისახავს აქტივისტებსა და მედიის, ასევე მუქარას ოპონენტების მიმართ. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ახალი კანონი მიზნად ისახავს უცხოური ჩარევის შეჩერებას", - წერს ნიუს ვიკი.

ნიუს ვიკი ვრცელ სტატიაშივე აღნიშნავს, რომ თემაზე მუშაობის დროს კომენტარისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კობახიძის ადმინსტრაციას მიმართა, მაგრამ მათგან უარი მიიღო. 

არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფისი არ გამოეხმაურნენ Newsweek-ის თხოვნას კომენტარისთვის", = წერს გამოცემა. 

მსოფლიოში ცნობილი გამოცემის გამოქვეყნებული ტექსტი სიმბოლური შედარებით იწყება - "საქართველოში ევროკავშირის ლურჯი დროშები ფრიალებს, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებებით არ ჩანს, რომ ამ ქვეყნის მთავრობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება უნდა".