"მინდა მოგილოცოთ ყველას ღვთისმშობლის დღესასწაული სოფელი ბაშიდან, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან" - ხაზარაძე
"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბაშში ჩავიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარიამობის დღესასწაულს მშობლიურ სოფელში თანამოაზრებთან ერთად აღნიშნავს.
კოალიიცის წევრები ბაშის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ადგილობრივ მრევლთან ერთად სადღესასწაულო წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
ეს ის ტაძარია, რომელიც ხაძარაზემ 20 წლის წინ ააშენა და მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხეს.
მინდა მოგილოცოთ ყველას ღვთისმშობლის დღესასწაული, სოფელი ბაშიდან, ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან, რომელიც 20 წლის წინ ავაშენეთ. ეს ადგილი ჩემთვის განსაკუთრებულია. ეს არის ჩემი წინაპრების და ჩემი სოფელიდ ა მინდა ამ ლამაზ ხალხთან ერთად ამ ლამაზი კუთხიდან მოგილოცოთ თითოეულ თქვეთაგანს, თქვენს ოჯახებს, სრულიად საქართველოს ბედნიერება, სიხარული გისურვოთ. საქართველო იყოს ძლიერი, დალოცვილი და გამარჯვებული მუდამ"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.