ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია - ირაკლი ფავლენიშვილი
ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება სრულიად მიუღებელია, - ამის შესახებ “ერთიანობა“ – „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა “პოლიტიკოს“ სტატიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, “ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები ყველაზე ავტორიტარულ რესპუბლიკაშიც კი მიუღებელია“.
ცივილიზებულ სამყაროში ოპოზიციის აკრძალვის დაანონსება გახლავთ სრულიად მიუღებელი, არ ვიცი ეს, რომელ ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება ხდებოდეს მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ავტორიტალურ რესპუბლიკეშიც კი მსგავი ტიპის განცხადებებს, როგორიც გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ. რა თქმა უნდა,ეს განცხადება შევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შავ ლაქად, იმიტომ, რომ გვქონდა ხელისუფლება, რომელიც აანონსებდა ესე ღიად დიქტატურას“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.