საქართველო და მოლლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში - დავით ხაჯიშვილი
“საქართველო და მოლლდოვა ერთად ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში!“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით ხაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, მოლდოვასა და საქართველოს "წარსულში ბევრი რამ აქვთ საერთო და აუცილებლად ერთად შევაბიჯებთ ევროპაში".
დავით ხაჯიშვილი მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცლერთან არი არტურ მიჟასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
დღეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეს, პრეზიდენტის მიწვევით ჩავედი და პირადად მივულოცე ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ეს დღესასწაული! ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს მათთან ყოფნა და ამ დღესასწაულის სიხარულის გაზიარება. ჩვენს ქვეყნებს ბევრი აქვთ საერთო წარსულში და აუცილებლად ერთად შევაბიჯებთ ევროპაში, ჩვენი ქვეყნების თავისუფალი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ, საქართველო და მოლდოვა ვიბრძვით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ასევე ერთად უნდა დავამარცხოთ ის ოქტომბერში!", - წერს დავით ხაჯიშვილი.