თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე მოლაპარაკებების დაწყება "ოცნების" გამარჯვების შემდეგ არის შესაძლებელი - ЕАК

28.08.24 16:02
თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე მოლაპარაკებების დაწყება "ოცნების" გამარჯვების შემდეგ არის შესაძლებელი - ЕАК

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას განიხილავს - სკანდალური განცხადება ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, რია ნოვოსტისთან გააკეთა.

ნიკიტა მენკოვიჩი გამოცემასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებების დაწყება "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე, შესაძლებელია, თუ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ მოიგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს" - ამბობს ნიკიტა მენკოვიჩი.

მანამდე, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის პრაღაში რეგულარი შეხვედრები იმართებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელ, გრიგორი კარასინს შორის. 

მსგავსი სიახლეები