"ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

28.08.24 16:37
"ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ძლიერი საქართველოს" ლიდერები გრიგოლ გეგელია, გიორგი სიორიძე და ივანე ნორაკიძე საქართველოში IRI-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის თბილისის გუნდის წევრებს შეხვდნენ. 

შეხვედრისას განიხილეს პოლიტიკური ვითარება და დემოკრატიის უმძიმესი გამოწვევები არჩევნებამდე ორი თვით ადრე. 

ეს არის კრიტიკული არჩევნები, როდესაც წყდება ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი. ამ არჩევნების შედეგები განსაზღვრავს საქართველოს ბედს დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ თითოეული ხმა და ბოლომდე ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველომ და არა რუსეთმა, გაიხაროს ქართველმა ადამიანმა და არა პუტინმა. ინტენსიურად ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვისაც ასევე სრულფასოვნად აქვს გააზრებული ამ არჩევნებისა და ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების  მხარდაჭერის აუცილებლობა",-  აცხადებს გრიგოლ გეგელია.

მსგავსი სიახლეები