მიგვაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია - კელი დეგნანი
აშშ-ს ელჩი საქართველოში შარლ მიშელის დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების აუცილეობლობა უსვამს ხაზს.
ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ნაადრევია იმაზე საუბარი რა შეიძლება იყოს, ან რა იქნება ამ არჩევნების შემდგომ. 19 აპრილის შეთანხმება მიღებული იქნა 6 თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. ეს პროცესი გრძელდებოდა 6 თვე სწორედ იმიტომ, რომ აღნიშნული შედეგი ყოფილიყო თანმიმდევრული და შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან. მიგვაჩნია, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, აღნიშნული შეთანხმება იმიტომაცაა ღირებული, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა პოლიტიკური პარტია. კლავ მიგვაჩნია,რ ომ ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს სჭირდება, - ამბობს კელი დეგნანი.