შარლ მიშელის დოკუმენტი დესტაბილიზაციის სტრატეგიისთვის იქნა გამოყენებული - გიორგი ვოლსკი
„ქართული ოცნების“ ლიდერი გიოპრგი ვოლსკი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტმა ქვეყანაში სტაბილურობა ვერ უზრუნველყო და რეალურად, დესტაბილიზაციის სტატეგიისთვის იქნა გამოყენებული. მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებზე საბოლოოდ, საზოგადოება გაიმარჯვებს.
ვფიქრობ, საზოგადოება გაიმარჯვებს უპასუხისმგებლო პოლიტიკურ სუბიექტებზე. დოკუმენტში მოცემული ყველა მუხლი იყო მოლაპარაკებადი, მაგრამ არ ისურვეს კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ამის გაკეთება. დოკუმენტი ნაცვლად იმისა, რომ სტაბილურობა უზრუნველყოფდეს საქართველოში პოლიტიკურ ველზე, გამოყენებული იქნა რეალურად დამატებით მექანიზმად იმისათვის, რათა ეს დესტაბილიზაციის სტრატეგია, რევოლუციური განწყობების სტრატეგია კიდევ უფრო განვითარებულიყო, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მსგავსი სიახლეები
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რა პრინციპით გააგრძელებს მუშაობას
"გასაგებია, რომ საქმე პოლიტიკური საქმიანობების და პოლიტიკური პროცესების შეფასებას ეხება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ პრინციპით, რომ მხარეებმა პოზიციები მაქსიმალურად კორექტულად წარმოადგინოს!"- თქვა ნადარაიამ