ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს“ - ცისკარიშვილი
რა მოხდება და რა პროცესები დაიწყება, თუკი ოპოზიციური პარტიების გაუქმება "ქართულმა ოცნებამ" მაინც მოინდომა? - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილსი თქმით, არაფერიც არ მოხდება და არაფერი დაიწყება.
მისი თქმით, თუ "ოცნებას" ერთიანობით აღვუდგებით ვერც გაიმარჯვებს და ვერც ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გააუქმებს.
ერთიანობა სწორედ იმიტომ გვჭირდება, რომ ძალა ერთობაშია. ერთად ჩვენ შეგვიძლია, არ მივცეთ "ქართულ ოცნებას" საშუალება, საქართველო უფსკრულში გადაჩეხოს, რასაც ისინი აპირებენ. ეს უფსკრული ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის, შვილებისთვის არის რუსული ჭაობი, იზოლაცია და სიღატაკე. ამის უფლება არ უნდა მივცეთ, თორემ პარტიას გააუქმებენ თუ არა - საბუთები და დოკუმენტები სულ არ მაინტერესებს. პარტიები და იდეები ყოველთვის რჩებიან, მთავარია მოვინდომოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წაშალოს ქვეყანა“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.