“ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ და გავუშვათ სახლებში“ - ცისკარიშვილი
"ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ და გავუშვათ სახლებში. ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, ძალიან დიდი სხვაობით უნდა მიიღოს და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით უნდა დავამარცხოთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ეს პოლიტიკური ძალა", - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
ცისკარიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ნამდვილად გადარჩევის არჩევნებია.
ეს ხელისუფლება უნდა გადავირჩიოთ და გავუშვათ სახლებში. თუ ეყოფათ შესაძლებლობა და პოლიტიკაში ყოფნას გადაწყვეტენ, მაშინ ისინი იქნებიან ოპოზიციაში, მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკიდან ისევე სწრაფად აორთქლდება, როგორც "მოქალაქეთა კავშირი გაქრა 2003 წელს. მაგრამ ქართველმა ხალხმა ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს, ძალიან დიდი სხვაობით უნდა მიიღოს და ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობით უნდა დავამარცხოთ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი ეს პოლიტიკური ძალა. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან არჩევანი არის სიღარიბესა და იზოლაციას, მეორე მხრივ კი ევროპულ კეთილდღეობას შორის. მგონი, ყველაფერი ზედაპირზეა, გასაგებია და 26 ოქტომბერს ეს 12-წლიანი კოშმარი, რამენაირად, უნდა დავასრულოთ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯებს, რა მოგახსენოთ - მან უნდა გადაწყვიტოს, მე კი ჩემი გადმოსახედიდან ერთ რამეს ვიტყვი: კარგი იქნებოდა, ის თავის დროზე, პარტიულ პოლიტიკაში შესულიყო - ან თავისი პარტიიდან, ან ალიანსი გაეფორმებინა რომელიომეპარტიასთან და ყოფილიყო მათ სიაში, ყოფილიყო თუინდაც, პრემიერობის კანდიდატი; მაშინ ყველაფერი უფრო ნათელი და გამოკრისტალებული იქნებოდა, მა შორის თავად ზურაბიშვილის პოზიციასთან დაკავირებით. ახლა ჩვენ მას პატივს ვცემთ, როგორც პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუციას", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.