საპატრიარქოს უარი ხელისუფლებას - ოლიგარქს ეკლესიის დამორჩილების გეგმა ჩაუვარდა
ოლიგარქს ეკლესიის დამორჩილების გეგმა ჩაუვარდა. ივანიშვილის ჩანაფიქრი საპატრიარქომ მარტივად გაშიფრა. ეკლესია სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არ იქნება - ეს პასუხი მიიღო დღეს ხელისუფლებამ. ივანიშვილის ემისრის არაფორმალურ შეთავაზებაში საპატრიარქომ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე დაინახა. “ოცნების“ რეალური ჩანაფიქრი მეუფე ზენონმა განმარტა - ეკლესიის ინსტიტუციური განადგურება, რომლის უკანაც შესაძლოა, მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურები იდგნენ.
მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება - ეს წინადადება საპატრიარქოსთვის იმდენად საგანგაშო აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ მღვდელმთავრების შეკრება ჩაინიშნა. პასუხმაც არ დააყოვნა - ივანიშვილის გუნდის შეთავაზება ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ აღიქვეს და მთავრობას საჯარო უარი შეუთვალეს. ოფიციალურ პოზიციას საპატრიარქო ხვალ დააფიქსირებს, როდესაც წმინდა სინოდის წევრები საგანგებოდ შეიკრიბებიან.
დეტალები, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.