გაფრთხილება ევროკავშირიდან - ივანიშვილს და მის გარემოცვას ევროპული სანქციები ემუქრება

28.08.24 20:23
გაფრთხილება ევროკავშირიდან - ივანიშვილს და მის გარემოცვას ევროპული სანქციები ემუქრება

ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ევროპული  სანქციები ემუქრება. ევროკავშირში განგაშია გამოცხადებული. ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს სავიზო შეზღუდვებზე მსჯელობა. ამის შესახებ “პირველებთან“ რადიო თავისუფლების ბიუროს ხელმძღვანელი საუბრობს. ივანიშვილის  მიერ გაცხადებული შურისძიების გეგმა და ოპოზიციის გასამართლება ბრიუსელისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა. უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საპასუხო ზომებს აანონსებს. 

რუსული კანონის შემდეგ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა - ოლიგარქმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს დაპირება ქვეყნის დემოკრატიას გაანადგურებს, ხოლო დასავლეთს აიძულებს მკაცრი პასუხი გასცეს - ამბობს ევროკომისიის სპიკერი. ივანიშვილის მიერ დაანონსებული დიქტატურა  ბრიუსელში განხილვის მთავარი თემაა. ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაოფიციალური შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც  საქართველოს საკითხიც დადგება დღის წესრიგში.

დეტალები, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები