პრეზიდენტის მოწოდება ქართველ ხალხს - მკაფიო გზავნილებმა “ოცნებას“ წონასწორობა დააკარგვინა
დროა, პრეზიდენტი ხალხში გავიდეს. ქვეყნის მთავარსარდალი ოპოზიციის თხოვნის ადრესატი გუშინდელი განცხადების შემდეგ გახდა. ყველამ, ვინც სალომე ზურაბიშვილის გზავნილები ათონელის სასახლიდან მოისმინა, ამბობს, რომ ამაზე მეტის თქმა უბრალოდ შეუძლებელია. პრეზიდენტი ქართველ ხალხს პრაქტიკულად გზამკვლევს აძლევს, რა უნდა გააკეთონ 26 ოქტომბერს, რომ ქვეყანა გადარჩეს.
სალომე ზურაბიშვილის მკაფიო გზავნილებმა წონასწორობა მხოლოდ “ქართულ ოცნებას“ დააკარგვინა. ივანიშვილის გუნდის წევრები პრეზიდენტს არც მეტი, არც ნაკლები ტუტუცს უწოდებენ. ფრაზის ავტორი გია ვოლსკია. “ოცნებაში“ კარგად ხვდებიან, რომ როცა ხალხს სათქმელს ქვეყნის მთავარსარდალი ეუბნება, მის სიტყვას სულ სხვა ფასი და წონა აქვს. პრეზიდენტმა პირველად დასვა ტოლობის ნიშანი “ოცნების“ არჩევასა და რუსეთის მონობას შორის.