პუტინის რეჟიმის ჩანაფიქრი - მოსკოვი მზად არის “ოცნებასთან“ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს

28.08.24 20:42
პუტინის რეჟიმის ჩანაფიქრი - მოსკოვი მზად არის “ოცნებასთან“ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს

მოსკოვი  მზად არის “ქართულ ოცნებასთან“ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის  გუნდი ძალაუფლებას მეოთხე ვადითაც გაიხანგრძლივებს. პუტინის რეჟიმის ჩანაფიქრს პროპაგანდისტული მედია ევრაზიული ანალიტიკური კლუბის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს. მენკოვიჩი ამ მიზნით ჟენევის მოლაპარაკებების ნაცვლად ახალ ფორმატს განიხილავს, ოღონდ დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე.

ემზადება თუ არა ოლიგარქის გუნდი მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისთვის? ფაქტია, რომ  რუსეთმა ეს საკითხი წინასაარჩევნოდ შემთხვევით არ გააქტიურა და სავარაუდოდ, ამ ფორმით ნიადაგს ამზადებს. “ოცნების“ დეპუტატები ამბობენ, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან საუბარს მხოლოდ ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ აპირებენ, მაგრამ არავინ იცის, რას გადაწყვეტს  ბიძინა ივანიშვილი.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ოლიგარქმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე პუტინის რეჟიმთან დიალოგი დაიწყოს.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები