ისტორიული პროცესის მოლოდინში - დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონს განიხილავს

29.08.24 10:11
ისტორიული პროცესის მოლოდინში - დღეს საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონს განიხილავს

ისტორიული პროცესის მოლოდინში - დღეს, 11 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლო რუსულ კანონის განიხილვას დაიწყებს. 

მოსამართლეთა კოლეგია ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის წინააღმდეგ შეტანილ 4 საჩივარზე ერთდროულად იმსჯელებს.

მოსარჩლე პირები საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. 

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს. 

29 აგვისტოს მომხსენებლი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელმაც 2023 წელს პრეზიდენტის იმპიჩემნტს მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი შვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნეს.

მსგავსი სიახლეები