"დაელოდეთ გადაწყვეტილებას" - მოსამართლე მანანა კობახიძე
გადამწყვეტი წუთების ათვლა დაწყებულია - მოსამართლეთა პლენუმი სხდომათა დარბაზში წუთი-წუთზე შევა და რუსული კანონის განხილვას დაიწყებს.
ისტორიულ პროცესს, რომელზეც მოსარჩელეების შეფასებით, ქვეყნის ბედია დამოკიდებული, 9 მოსამართლის მაგივრად, 8 მოსამართლე ეყოლება.
ირინა იმერლიშვილია ის ერთადერთი მოსამართლე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მიღებული რუსული კანონის განხილვის პროცესში მონაწილეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ მიიღებს.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე "პირველებს" მოსამართლეთა კოლეგიასთან საუბრის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მოსამართლეები მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ.
დაელოდეთ გადაწყვეტილებას" - ამბობს მანანა კობახიძე.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.