ანა კობახიძე - ცესკოს მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის რაოდენობების დადგენა დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს
ცენტრალური საარჩევნოს კომისიის წევრის ანა კობახიძის განცხადებით ცესკოს დადგენილება, რომელიც ეხება საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასების რაოდენობას, დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს.
ანა კობახიძე ითხოვს, გაუქმდეს აღნიშნული განკარგულება და დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის წევრებს შორის ხელფასების გათანაბრება.
“27 აგვისტოს სხდომაზე ცენტრეალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც დაადგინა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელფასის რაოდენობები.
აღნიშნული განკარგულებით კომისიის წევრებს, რომლებიც არჩეულია ოლქის მიერ და კომისიის წევრები, რომლებიც დანიშნულია პარტიის მიერ ექნებათ არათანაბარი ხელფასი, კერძოდ პარტიის მიერ დანიშნული ოლქის წევრების ხელფასი იქნება გაცილებით ნაკლები ვიდრე ოლქის მიერ არჩეულების.
აღნიშნული განკარგულება დისკრიმინაციულია და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კომისიის წევრებს რომელთა ფუნქცია-მოვალეობები ერთნაირია საარჩევნო პროცესშიც და არჩევნების დღესაც.
დღეს სასამართლოში შეტანილი სარჩელით ვითხოვთ გაუქმდეს აღნიშნული განკარგულება და დაუყოვნებლივ მოხდეს კომისიის წევრებს შორის ხელფასების გათანაბრება.” - განაცხადა კობახიძემ