პაატა მანჯგალაძე - ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა
“ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის დიდი სხვაობაა, ისინი იბრძვიან ძალაუფლებისა და ხალხის ძარცვის უფლების შენარჩუნებისთვის, ჩვენ კი საქართველოსთვის და ჩვენი ოჯახების, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის - ამის შესახებ "ერთიანობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, "მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება".
“ქართლი ოცნების“ და ივანიშვილის ყველა დაპირება არის პროპაგანისტული და სიცრუე, მით უფრო როცა ამ არჩევნებში მათი ოცნება, კიდევ 4 წლით ძარცვონ საქართველო, მარცხდება.
შესაბამისად, მათ ქმედებებზე, მათ პროპაგანდაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო მეტი ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი ეროვნული თანხმობა და არჩევნებზე ქართველი პატრიოტების მობილიზიბა კიდევ უფრო მეტი ენერგიით.
მთავარია ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია და საბოლოოდ გადავწყვიტოთ როგორ საქართველოში გვინდა ცხოვრება, ევროპულსა და განვითარებულში, სადაც ქართველი ემიგრანტები უბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს თუ მარტო დარჩენილსა და გაღატაკებულში, საიდანაც კიდევ უფრო მეტი ქართველი იძულებული ხდება გაიქცეს” - განაცხადა მანჯგალაძემ