მეგობრები გეხმარებიან მაშინ, როცა შენს შრომას ენერგიას შენი ქვეყნის ასაღორძინებლად დებ - ხაზარაძე
მეგობრები გეხმარებიან მაშინ, როცა შენს შრომას ენერგიას შენი ქვეყნის ასაღორძინებლად დებ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძის თქმით, ახლა ყველაფერი საქართველოს მოქალაქეების ხელშია და სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ 26 ოქტომბერს საქართველოს მომავალი.
მეგობრები გეხმარებიან მაშინ, როცა შენს შრომას და შენს ენერგიას დებ შენი ქვეყნის ასაღორძინებლად. ყველაფერი არის ქართველი ხალხის ხელში, ჩვენ თუ გვინდა ნორმალური, ცივილური და აყვავებული საქართველო, ერთადერთი კონკრეტული ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს, ჩვენივე ხელით, ქართველების ხელით, ჩვენი მოქალაქეების ხელით გავისტუმროთ რუსული ხელისუფლება და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა, დემოკრატიული, პატრიოტული ძალები, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან სწრაფად ააღორწინებენ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.