რატომ ჩაწერა ეკა ბესელიამ მანანა კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაში 78-ე მუხლი - რას ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი

29.08.24 13:54
რატომ ჩაწერა ეკა ბესელიამ მანანა კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაში 78-ე მუხლი - რას ამბობს პრეზიდენტის წარმომადგენელი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა - დარბაზის დროებით დატოვების შემდეგ, მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე სიტყვით გამომსვლელმა ეკა ბესელიამ "პირველებთან" იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ ჩაწერა კონსტიტუციაში მანანა კობახიძესთან ერთად 78-ე მუხლი.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა განაცხადა, რომ მუხლი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულ ინტეგრაციას გულისხმობს, კონსტიტუციას ერთი კონკრეტული მიზეზის გამო დაემატა.

ეკა ბესელიას განმარტებით, საქართველოს ჩრდილოელი მეგობრისგან მუდმივი საფრთხის პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ქვეყანას კონსტიტუციურ დონეზეც კი სჭირდება იმის გამყარება, რომ ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს და საგარეო კურსს საკუთარი ინტერესების მიხედვით არ შეცვლის. 

როდესაც 78-ე მუხლს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ვწერდით, კარგად ვიაზრებდით, რომ ეს არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიები აქვს, მუდმივი საფრთხის ქვეშ არის ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან, რომელსაც სჭირდება კონსტიტუციურ დონეზე გამყარება, რომ საგარეო კურსს ასე ადვილად არ ეხებოდნენ ადამიანები, რომლებიც იმისთვის მოდიან ხელისუფლებაში, რომ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ისე, როგორც დღეს აკეთებს ხელისუფლებაში მყოფი გუნდი. 

ბევრ საფრთხეს, რომელიც ახლა დადგება, ავირიდებთ თავიდან. მთავარი ის არის, რომ არჩევნებამდე სასამართლოს აქვს შანსი, აარიდოს ქვეყანას. არჩევნებზე კი საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ ქვეყნის ბედს.

მე გულდაწყვეტის, სინანულის, იმედგაცრუების განცდა მქონდა, როდესაც იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც თავის დროზე მე მივეცი ხმა. მათ იმედგაცრუება გამოიწვიეს, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მე არ დამიმალავს ეს, დღესავ ვთქვი დარბაზში. იმ გადაწვეტილებამ, ჩემში როგორც იურისტში, მოქალაქეში, გამოიწვიეს იმედგაცრუება, იმიტომ, რომ  მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იმპიჩენტი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი პოლიტიკური აქტი იყო და არა სამართლიანი და მიუხედავად ამისა, რატომ ვარ დრეს აქ და რატომ წარმოადგენს პრეზიდენტის აკონსტიტუციო სარჩელს, იმიტომ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას იცავს" - ამბობს ეკა ბესელია. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს. 

დღევანდელ პროცესზე მომხსენებელი მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი იქნება, რომელიც კონსტიტუციური სარჩელების შინაარსა და სასარჩელო მოთხოვნაზე ისაუბრებს. 

საკონსტიტუციო სასამართლოში საკითხს განიხილავენ მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ირინე იმერლიშვილი, ხვიჩა კიკილაშვილი და თეიმურაზ ტუღუში.

მოსამართლეთა კოლეგიას დღეს აკლია ირინე იმერლიშვილი. მერაბ ტურავას თქმით, ის  სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ ესწრება.

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ერემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.