ხაზარაძე: ეს არის ტესტი, დადგება სასამართლო ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, თუ აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე “უხეირო დიქტატორის” მხარეს!
"ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა ჩააბაროს ტესტი, დადგება "საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, თუ აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე “უხეირო დიქტატორის” მხარეს!"
ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის! - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და ამბობს, რომ ეს მოცემულობა, რაც ახლა საქართველოში "ოცნების" ხელისუფლების პირობებშია 26 ოქტომბერს აუცილებალდ დასრულდება.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ წუთებში განიხილავს სარჩელს რომლითაც ჩვენ, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსული კანონის შეჩერებას, რომელსაც შედეგად უკვე მოჰყვა არაერთი გაჩერებული საერთაშორისო დახმარება თუ პროექტი, რაზეც უამრავი ჩვენი თანამოქალაქის ჯანმრთელობა, განათლება და მომავალი იყო დამოკიდებული!
ამ ორ დღეში დავინახავთ, რამდენად თავისუფალია სასამართლო რუსული მთავრობის წნეხისგან - ეს არის მათთვის ტესტი - დადგება საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების გვერდით, რომელმაც აპრილის აქციებზე უპრეცედენტო ერთობა აჩვენა თუ დადგება აკვარიუმში გამოკეტილი, ხალხთმოძულე “უხეირო დიქტატორის” მხარეს!
ტრაგედიაა საკითხი ასე რომ დგას, თუმცა ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს მმართველი რუსული ძალის ნამდვილ სახეს და კიდევ უფრო დიდი მოტივაციით მივალთ 26 ოქტომბრამდე, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ის!ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა - საბოლოო სიტყვას მაინც ქართველი ხალხი იტყვის!
აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას ხელისუფლებისაგან, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვლით მას ხელისუფლებით, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ერთად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს!- წერს მამუკა ხაზარაძე.