მე იმედგაცრუება გამოვხატე დარბაზში, რომ ამ მოსამართლეებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი - ბესელია

29.08.24 15:05
მე იმედგაცრუება გამოვხატე დარბაზში, რომ ამ მოსამართლეებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი - ბესელია

რატომ წარმოადგენს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სარჩელს? იმიტომ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას იცავს - საკონსტიტუციოში პრეზიდინტის წარმომადგენლის, ეკა ბესელიას თქმით, მან სასამართლო დარბაზში იმედგაცრუება გამოხატა, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი.

ეს იყო პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი პოლიტიკური აქტი იყო და არა სამართლიანი - ამბობს ბესელია. 

მე გულდაწყვეტის, სინანულის, იმედგაცრუების განცდა მქონდა, როდესაც იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას მოაწერეს ხელი იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც თავის დროზე მე მივეცი ხმა. მათ იმედგაცრუება გამოიწვიეს, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იმპიჩმენტი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და მე არ დამიმალავს ეს, დღესავ ვთქვი დარბაზში. იმ გადაწვეტილებამ, ჩემში როგორც იურისტში, მოქალაქეში, გამოიწვიეს იმედგაცრუება, იმიტომ, რომ  მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ იმპიჩენტი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილი პოლიტიკური აქტი იყო და არა სამართლიანი და მიუხედავად ამისა, რატომ ვარ დღეს აქ და რატომ წარმოადგენს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სარჩელს? იმიტომ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას იცავს" - განაცხადა ეკა ბესელიამ.