აშშ-ს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, მაგრამ რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ შეჩერება - ბოკუჩავა

29.08.24 15:34
აშშ-ს საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, მაგრამ რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ შეჩერება - ბოკუჩავა

“აშშ-ს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ დღეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება“ - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გივი მიქანაძის ბრიფინგს.

ბოკუჩავას განცხადებით, ქვეყანაში, სადაც შემაშფოთებელ ნიშნულზეა ფემიციდის ნიშნული, სადაც ქალებზე ძალადობენ, ხელისუფლებამ სამიზნედ ისევ ქალები აირჩია და გააუქმა კვოტირება.

ქვეყანაში, სადაც შემაშფოთებელ ნიშნულზე გვაქვს ფემიციდის ნიშნული, სადაც ქალებზე ძალადობენ, ხელისუფლებამ სამიზნედ ისევ ქალები აირჩია, გააუქმა კვოტირება და დევნის ქალებს პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან, ქვეყნიდან, რადგან ემიგრაციაში მყოფთა 60% ქალია. "ქართული ოცნებისგან" მხრიდან ქალების ამოღება მიზანში შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გაგრძელებაა იმ მიზოგინიური, ქალთმოძულე პოლიტიკისა, რასაც ის ბოლო პერიოდში ატარებს. რაც შეეხება კამპანიას,ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხამდე მშვიდად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და გადავარჩინოთ ევროპული მომავალი. 

მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფინანსური დახმარების სახით საქართველოსთვის გამოყოფილი აქვს 6,2 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება, რომელიც ხმარდება უამრავ სასარგებლო პროექტს საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორიც არის საავადმყოფოებისა და სკოლების აღდგენა, ეკლესიების რეაბილიტაცია, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ნაცვლად ამგვარი დაფინანსების და დახმარების გაზრდისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს რუსული კანონის და პრორუსული ხელისუფლების გამო, უწევთ ამგვარი დახმარების შეჩერება. სამწუხაროდ, ეს თავდასხმა ამერიკულ და დასავლურ ორგანიზაციებზე არის კიდევ ერთი გამოვლინება „ქართული ოცნების“ საგარეო კურსის ცვლილების, რომლის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო არის რუსული კანონი, რომელიც დღეს განიხილება საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.