“ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას” - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”
“ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას” და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის”, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული.
ვეხმიანებით “საქართველოს კულტურის დეკლარაციას”, რომელსაც კულტურა დემოკრატიისთვის აქვეყნებს.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ დეკლარაციის პუნქტებს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! გვჯერა, რომ კულტურის წარმატება ქვეყნის წარმატების პირდაპირპროპორციულია, ხოლო კულტურის პოლიტიკის შექმნაში უნდა მონაწილეობდეს ის ხალხი, რომელიც კულტურას ქმნის”, - წერია განცხადებაში
შეგახსენებეთ, რომ ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” საქართველოს კულტურის დეკლარაციას” აქვეყნებს. დოკუმენტი მოიცავს საქართველოს კულტურის განვითარების ხედვას, ძირითად პრინციპებს და აუცილებლად განსახორციელებელი რეფორმების აღწერას.
ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” დეკლარაციას გასათვალისწინებლად სთავაზობს ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ერთეულს, ვინც იბრძვის საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად, ვინც იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და ევროინტეგრაციის პროცესს. ინიციატივის წევრები იმედოვნებენ, რომ პოლიტიკური პარტიები და გაერთიანებები საკუთარ წინასაარჩევნო პროგრამებში გაითვალისწინებენ პროფესიონალთა მიერ ფორმირებულ კულტურის ხედვას და რეფორმების პროგრამას.
დეკლარაციაზე ხელმოწერისა და თანამშრომლობის მზაობა უკვე გამოთქვეს პოლიტიკურმა გაერთიანებებმა - “კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა”, "ერთიანობა" და “ძლიერი საქართველო”. ამ ეტაპზე ველით საჯარო დადასტურებას და სამუშაო პროცესის დაწყებას ამ და სხვა ერთობებისგან.
ინიციატივა “კულტურა დემოკრატიისთვის” ამ ეტაპისთვის აერთიანებს 120 აქტიურ წევრს, ისინი არიან კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დიდი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები. თანამოაზრეების წრის გაფართოება გრძელდება. უახლოეს მომავალში ინიციატივაში გაწევრიანების შეთავაზებას მიიღებენ კულტურის სფეროს სხვადასხვა ჯგუფები და ინდივიდები“,- ნათქვამია დოკუმენტში.