"შეგიძლიათ, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე გახდეთ" - კორძაია საკონსტიტუციოს მოსამართლეებს

29.08.24 16:05
"შეგიძლიათ, ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე გახდეთ" - კორძაია საკონსტიტუციოს მოსამართლეებს

თამარ კორძაია, როემლიც საკონტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის ინტერესებისდ ამცველია, საკონსტიტუციო სასამართლოს სთავაზობს, "ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე" გახდეს.

მთავარია ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის - უთხრა მოსამართლეთა პლენუმს კორძაიამ. 

ევროკომისია აფასებს სახელმწიფოს პროგრესს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ის არ იმსჯელებს საქართველოს პარლამენტი არის ქვეყანაში უვარგისი თუ ვინ. მთავარია ევროკომისიამ დაინახოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით შეაჩერა კანონი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ევროკავშირისთვის და საქართველოს სახელით მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაწყვეტილება  უცილობლად გახდება ბიძგი, რომ ჩვენ მოგვცენ მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობა. ეს გადაარჩენს ამ შემთვევაში 78-ე  მუხლის დარღვევისგან  ჩვენს სახელმწიფოს. შესაძლოა, პარლამენტმა დაარღვია 78-ე მუხლი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გამოვა ქვეყნსი ევროპული მომავლის გადარჩენის მედროშე", - განაცხადა კორძაიამ. 

ამ წუტებში,ს აკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.