საიდან აქვს ხელისუფლებას მორალური და სამართლებრივი უფლება, ათასობით მოქალაქე უსამშობლოდ და მოღალატედ გამოაცხადოს? - ნაცვლიშვილი

29.08.24 16:15
საიდან აქვს ხელისუფლებას მორალური და სამართლებრივი უფლება, ათასობით მოქალაქე უსამშობლოდ და მოღალატედ გამოაცხადოს? - ნაცვლიშვილი

ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის წინააღმდეგ ოპოზიციური სპექტრის ინტერესების დამცველი, ანა ნაცვლიშვილი საუბრობს - "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამართლეთა პლენუმს სიტყვით გამოსვლის დროს კითხვით მიმართა.

"საიდან აქვს ხელისუფლებას მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ ათასობით მოქალაქე უცხოდ, არათავისად, უსამშობლოდ და მოღალატედ მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადოს?" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რუსული კანონის წინააღმდეგ განწყობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ "ოცნების" სამიზნეს სწორედ ის ადამიანები და ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც თანამოქალაქეებს უსასყიდლოდ ეხმარებიან. 

საიდან აქვს რომელიმე ხელისუფალს მორალური, სამართლებრივი უფლება, რომ ქვეყანაში რეპრესიული წარსული გაიმეოროს.  რა ლეგიტიმაცია აქვს მას, რომ ათასობით მოქალაქე მტკიცებულების, სასამართლოს გარეშე გამოაცხადოს უცხოდ, არათავისად, საეჭვოდ, უსამშობლოდ და მოღალატედ. გამოაცხადოს ასეთებად ის ადამიანები, რომლებიც ერთადერთ საქმეს ემსახურებიან ამ ქვეყანაში, თავიანთი თანამოქალაქეების უსასყიდლოდ მხარდაჭერას და დახმარებას", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ამ წუთებში, საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვა მიმდინარეობს. 

პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსი რუსული კანონის შეჩერებას სამართლებრივად ითხოვს.