კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები შუახევში ამომრჩევლებს შეხვდნენ
ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს - კოალიციამ "ძლიერი საქართველო" ტურნე ამჯერად აჭარაში დაიწყო.
კოალიციის ლიდერები შუახევის მოსახლეობას შეხვდნენ, მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
კამპანიის მთავარი მიზანია, იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან რუსულ რეჟიმს ამ ქვეყანაში, ყველგან დავუდგეთ გვერდით, მთელი ქვეყნის მასშტაბით. აჭარით იმიტომ ვიწყებთ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ღერძი“, - ამბობს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი.
წინასაარჩევნო შეხვედრები რეგიონში მამუკა ხაზარაძემ , ალეკო ელისაშვილმა და კოალიციის სხვა ლიდერებმა ბათუმიდან დაიწყეს და ხალხს ყველა სოფელში და ქალაქში შეხვდებიან.
ასევე, ხულოში დღეს კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ოფისიც გაიხსნა.