არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები იღოს გადავსებულ ნაგვის ურნებთან - კახი კალაძე
"არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეობი იღოს ნაგვის ურნებთან, როდესაც არის გადავსებული" - დედაქალაქის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. თბილისერვისჯგუფის თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ, როგორც ჩანს, დედაქალაის მერმა დასუფთავების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ქალაქის ნარჩენებისგან დასუფთავება გადაწყვიტა. კალაძე ამბობს, რომ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლების გაფიცვა უსაფუძვლოა, რადგან წინა წელს მათი ხელფასი 20%-ი გაიზარდა, ხოლო მანქანების და უნიფორმების განახლება ყოველწლიურად მიმდინარეობს.
თბილსერვისჯგუფის გარკვეულმა ნაწილმა, კონკრეტულად ეს იყო მემანქანეები, გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ნამდვილად არ იყო ის ურთიერთობა, რომ ჩენ არ გვქონოდა საშუალება, რომ ერთმანეთეს დავლაპარაკებოდით და ასე უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით მოხდა გაფიცვა. უფრო სწორად, გაფიცვის მცდელობდა იყო., იმიტომ, რომ ადამიანების ნაწილი, ვინც დაბრუნდა სამუშაოზე, მიდიოდა მათი ბულინგი, დაშინება, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თაამშრომლებს, დაემუქროს. ჩვენ მოვისმინეთ დღეს ძალიან ბევრი სიცრუე. მინდა დავიწყო იქიდან, ხელფასებს რაც შეეხება, გასულ წელს 20%იანი მატება იყო, არავინ ამბობს იმას, რომ ეს საკმარისია. ასევე, იყო დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებოდით. გახარებული ადამიანები, რომლებიც სელფებს იღებდნენ ნაგვის ურნებთან, სასაცილოა ყველაფერი ეს. უბრალოდ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, მარტო ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა ამ ადამიანებთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა. ბევრს არ მოსწონს ეს ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ რას ვიზამთ, მოუწევთ კიდევ ბევრი წელი უყურონ ჩვენს გაკეთებულ პროექტებს და დატკბნენ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოებით. არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ სელფები და ვიდეობი იღოს ნაგვის ურნებთან, როდესაც არის გადავსებული, - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.