ისტორიული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში - “ოცნებამ“ გადამწყვეტი ბრძოლის კულისებიდან ყურება გადაწყვიტა

29.08.24 20:08
ისტორიული პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში - “ოცნებამ“ გადამწყვეტი ბრძოლის კულისებიდან  ყურება გადაწყვიტა

რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატებმა სასამართლოში მისვლა ვერ გაბედეს. “ოცნებამ“ გადამწყვეტი ბრძოლის კულისებიდან  ყურება გადაწყვიტა, კანონის დაცვა კი  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს  ჩააბარა. ისტორიული პროცესი საკონსტიტუციოში დღეს დაიწყო. პრეზიდენტი, სასამართლო სხდომაზე არ მისულა. სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები კი მოსამართლეთა პლენუმს არგუმენტებით  უხსნიდნენ, რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს, აზიანებს ადამიანი უფლებებს და როგორ აყენებს  კითხვის ნიშნის ქვეშ გადამწყვეტი არჩევნების სანდოობას.


სამართლებრივი არგუმენტებით შეიარაღებული სხდომაზე მივიდნენ არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც. კანონი, რომელმაც საზოგადოებაში დაპირისპირება გამოიწვია და არაფერი ღირებული არ შეუქმნია - ამ სიტყვებით ყოფილ კოლეგებს საკონსტიტუციო სასამართლოს მრავალწლიანი სტაჟის მქონე მოსამართლე - ქეთევან ირემაძე მიმართავდა. ეს დღევანდელი  ისტორიული სხდომის ერთადერთი  უხერხული ნაწილი არ  ყოფილა. ერთმანეთის პირისპირ,  ეკა ბესელია და მანანა კობახიძე ისხდნენ. თანამებრძოლები, ვინც  2012 წელს ივანიშვილის პარტია რეგისტრაციაში ერთად გაატარეს,  დღეს სხვადასხვა მხარეს დგანან.

 

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.