ევროკავშირის პასუხი "ოცნებას" - რა სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ ევროგაერთიანების ლიდერები
რუსული კანონის გამო ოცნებას მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა ევროკავშირიდან უკვე დაუანონსეს. ევროგაერთიანების ლიდერები უკვე აქტიურად მსჯელობენ, რომ ივანიშვილის გუნდს მძიმე პასუხი გასცენ არა მხოლოდ რეპრესიული კანონის გამო, არამედ პარტიების აკრძალვასა და დიქტატურაზე, რომელსაც “ოცნება“ ქართველ ხალხს პირდება. დახურულ კარს მიღმა გამართული საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგად გავიგეთ, რომ განიხილება სანქციები.
მათ შორის შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები. ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გამო არ არის გამორციხული ევროპულმა სახელმწიფოებმა “ოცნების“ ლიდერებისთვის სავიზო შეზღუდვის შესახებ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მიიღონ. ანუ ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ოლიგარქის რეჟიმის წარმომადგენლები შესაძლოა, ვეღარადროს ჩავიდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება. ევროკავშირში მსჯელობენ ფინანსურ სანქციებზეც.