პატრიარქის უარი ივანიშვილის ხელისუფლებას- “ოცნების“ შეთავაზების განხილვა დაპაუზებულია
პატრიარქის უარი ივანიშვილის ხელისუფლებას. მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხის განხილვა დაპაუზებულია. ილია მეორე ფიქრობს, რომ ამ საკითხის განხილვა დაჩქარებულად არ უნდა მოხდეს. უწმინდესის გზავნილი საპატრიარქოდან მეუფეებმა გამოიტანეს, რომლებიც საგანგებო შეკრების მონაწილე იყო. ირკვევა, რომ მოსაყდრე შიო და სხვა მღვდელმთავრებიც პატრიარქს ეთანხმებიან.
დილიდან მღვდელმთავრები საგანგებო თათბირზე “ოცნების“ შეთავაზების გამო შეიკრიბნენ. წმინდა სინოდის წევრები მსჯელობდნენ მხოლოდ ერთ საკითხზე - გადასცენ თუ არა ეკლესიის მართვის სადავეები ოლიგარქს. მღვდელმთავრების უმრავლესობის დამოკიდებულება ცალსახაა - ეკლესიის დამოუკიდებლობას ემუქრება საფრთხე, ამიტომ ხელისუფლების წინასაარჩევნო შეთავაზებას არ იღებენ. მათ შორის წმინდა სინოდის არც ის წევრები, ვინც “ოცნების“ მიმართ ლოიალობას არასდროს მალავს.
დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.