“ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის“ - მეუფე ნიკოლოზი

29.08.24 19:39
“ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის“ - მეუფე ნიკოლოზი

“ორი აზრი არ არის, ეს ვინც არ უნდა დამალოს და ვინც არ უნდა შეფუთოს ეს სხვანაირად, წინასაარჩევნო შემოთავაზებაა, ორი აზრი არ არის, რა თქმა უნდა“, - ასე აფასებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი “ოცნების“ შეთავაზებას.

როგორც მეუფემ საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმსჯელეს, გაიარეს კონსულტაციები იურისტებთან და ეს აზრი არ იყო მისაღები მათთვის.

 

მოსყიდვის არა, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოტა კეთილად რომ ვილაპარაკოთ, ეს არის რაღაც წინასაარჩევნო პროგრამა მათი და შემოთავაზება.

ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და ავწონ-დავწონეთ, გავიარეთ კონსულტაციები იურისტებთან, რას უნდა ნიშნავდეს ეს,ამის შესახებ უკვე იყო საუბარი, თქვენც იცით, უკვე საზოგადოებამაც იცის და ეს აზრი არ იყო მისაღები არც ჩვენთვის და შემდეგ, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს განვუმარტეთ ჩვენი პოზიცია, სახელმწიფოც დაგვეთანხმა ამაში (სახელმწიფოს რომ ვამბობ, ხელისუფლებას ვგულისხმობ) და ძალიან ნორმალურად, მშვიდად“,- განაცხადა კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა.

გადასცემენ თუ არა წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოს მართვის სადავეებს ივანიშვილის გუნდს? - დიდი შეხვედრა, სადაც "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე, გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.