კოალიციამ "ძლიერი საქართველო" აჭარაში წინასაარჩევნო ტურნე დაიწყო
"ძლიერი საქართველოს" წინასაარჩევნო ტურნე აჭარაში. ხალხთან შეხვედრები მამუკა ხაზარაძემ, ალეკო ელისაშვილმა და კოალიციის სხვა ლიდერებმა ბათუმიდან დაიწყეს და ჩავიდნენ თითქმის ყველა სოფელსა და მუნიციპალიტეტში.
მოქალაქეებთან საუბრის მთავარი თემა ცხადია, 26 ოქტომბრის გადამწყვეტი არჩევნებია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადამიანებს უხსნიან, რომ ამ არჩევნებზე გადის ქვეყნის გადარჩენის გზა და ამიტომ თითოეული ამომრჩევლის ხმას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
კოალიცია ძლიერმა საქართველომ დღეს კიდევ ერთი ოფისი ხულოში გახსნა.
ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟი.
მსგავსი სიახლეები
31.10.26 21:35
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.