რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

29.08.24 21:21
რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა  საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება

რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ დღევანდელი სხდომის დასრულებისას განაცხადა.

მისი თქმით, ხვალინდელ სხდომას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობა დაესწრება.

ხვალ იუსტიციის სამინისტრო აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ გვაქვს ინტერესი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღევანდელ სხდომაზე გააჟღერეთ და, მათ შორის, პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ა.შ. დაკავშირებით. ყველა ის საკითხი, რომელთანაც იუსტიციის სამინისტროს აქვს შემხებლობა“, - განაცხადა მერაბ ტურავამ.