13 წელი აგვისტოს ომიდან - მუხათგვერდის სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობაა

07.08.21 00:12
13 წელი აგვისტოს ომიდან - მუხათგვერდის სასაფლაოზე დილიდან ხალხმრავლობაა

13 წელი აგვისტოს ომიდან - 13 წლის წინ ამ დღეს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა. რუსულმა ჯარმა გადაწვა ქართული სოფლები, დაბომბა ქალაქები და აწამა ადამიანები. ასევე, ოკუპაცია მაოხდინა საქართველოს ტერიტორიების. 

მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ 7 აგვისტოს და მანამდეც რუსული არმიის ქვედანაყოფები როკის გვირაბის გავლით საქართელოს ტერიტორიაზე იყვნენ შემოჭრილები. უკვე 13 წელია რუსეთი მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართებს ავლებს. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომის გმირები არიან დაკრძალული, დილიდან ხალხმრავლობაა. მოქალაქეები იხსენებენ და პატივს მიაგებენ აგვისტოს ომის გმირებს.  ადგილზე მიდიან სხვა და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

ოპოზიცია ამბობს, რომ რუსეთის მიერ საქართელოს ბორდერიზაცია დღემდე გრძელდება, რაშიც ხელს საქართველოს ხელისუფლებაც უწყობს.