ისტორიული პროცესი გრძელდება - რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში წუთი-წუთზე განახლდება

30.08.24 11:00
ისტორიული პროცესი გრძელდება - რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციოში წუთი-წუთზე განახლდება

ისტორიული პროცესი გრძელდება - რუსული კანონის განხილვა ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში წუთი-წუთზე განახლდება.

მოსამართლეთა პლენუმმა მოსარჩლეების და მოპასუხეების პოზიცია უკვე მოისმინა, ამიტომ დღეს სხდომა მოწმეების გამოკითხვით დაიწყება.

ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის დაცვა ანრი ოხანაშვილს, თენგიზ შარმანაშვილსა და არჩილ გორდულაძეს ჩააბარა, თუმცა სხდომაზე ამ დრომდე პარლამენტის აპარატის წარმომადგენლების გარდა, რუსული კანონის დამცველი დეპუტატები არ ჩანან.

მოსარჩლე პირები კი საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მესამე სექტორი და ჟურნალისტთა კორპუსია. 

ქვეყნის მთავარ სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი ეკა ბესელია, გიორგი ბურჯანაძე, ზურაბ მაჭარაძე და კახი სამხარაძე იქნებიან. რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მათი წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი და თამარ კორძაია იქნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესებს გიორგი დავითული და ქეთევან ირემაძე, ხოლო კრიტიკული მედიის ინტერესებს გელა მთივლიშვილი დაიცავს.