რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული სხდომა განახლდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორიული პროცესი განახლდა - მოსამართლეთა კოლეგიამ რუსული კანონის განხილვის მეორე დღე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელების გამოკითხვით დაიწყო.
როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება.
სასამარლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრებს.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.