პირობა მისცენ თანამშრომლებს, რომ მოუმატებენ ხელფასს - ნიკა მელია დანაგვიანებულ ქალაქში გავიდა
დანაგვიანებულ ქალაქში თბილისის მერობის კანდიდატოი ნიკა მელია გავიდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა დედაქალაქის მერს თბილსერვისჯუფის თანამშრომლების მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ და დილამდე ქალაქის დასუფთავებისკენ მოუწოდა.
სირცხვილია, იქ, სადაც ეპიდემია მძვინვარებს ამ ყველაფერს ემატება კვლავ პაპანაქება სიცხეში გაუსაძლისი ვითარებაა. ყარს აქაორობა დიდ დიღომში აი, ამ ნაგვის გამო და მთელ თბილისშია ეს ვითარება. შარშან კამპანიის ფარგლებში რომ ახეხიბენდბნენ ფხვნილით იგივე თბილსესრვისის თანამშრომლებს, ვითომ ეპიდემიას ებრძოდნენ, აი, ახლა გამოვიდეს ბატონი კალაძე და თბილის კაბინეტებიდან მისი მოადგილეები, ეს პრობლემა თბილისელებს გადაუწყვიტონდა ხვალვე პირობა მისცენ თანამშრომლებს, რ ომ მოუმატებენ ხელფასს და მეორე, სწრაფადვე უთხრან, როდის ჩააცმევენ ზაფხულის ტანსაცმელს საკუთარ თანამშრომლებს, - განაცხადა მელიამ.
მელია ასევე, ამბობს, რომ ქალაქში, სადაც ჟურნალისტებს სცემენ და კლავენ, წინაასარჩევნო კამპანიის ფარგლებში არც ერთი ბილბორდი არ ექნება.
ნაგვის გამტანი მანქანები გვიან ღამით ქალაქის ქუჩებში ძალით გაიყვანეს. "პირველების" ინფორმაციით, მეეზოვეებმა მიიღეს მუქარა, რომ თუ არ გავიდოდნენ სამსახურებიდან დაითხოვდნენ.