სრულიად არაკვალიფიციური განცხადებები მოვისმინეთ გუშინ მოპასუხე მხარის მხრიდან - კორძაია

30.08.24 12:13
სრულიად არაკვალიფიციური განცხადებები მოვისმინეთ გუშინ მოპასუხე მხარის მხრიდან - კორძაია

"ჩვენ სრულიად არაკვალიფიციური განცხადებები მოვისმინეთ გუშინ მოპასუხე მხარის მხრიდან" - ამის შესახებ განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოიზიცონერი პოლიტიკოსების წარმომადგენელმა, თამარ კორძაიამ "პირველებთან" გააკეთა.

თამარ კორძაიას თქმით, დღეს ქვეყნის მთავარ სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ მოწვეულ სპეციალისტს მოუსმენენ, რომელმაც უნდა დაასაბუთოს, რომ ტერმონოლოგიური თვალსაზრისით რუსული კანონი სტიგმისწარმომშობია. 

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები მხოლოდ ტექნიკურ დეტალებზე ილაპარაკებენ. მათ არ აქვთ კომპეტენცია, ისაუბრონ ნორმის კონსტიტუციურობაზე და ჩვენი დავა ეხება ნორმის კონსტიტუციურობას. ამიტომ მთავარი დღეს მაინც იქნება ჩვენს მიერ მოწვეული სპეციალისტის მოსმენა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს ტერმონოლოგიური თვალსაზრისით რამდენად ნეგატიურია და სტიგმისწარმომშობი ეს კანონი. ჩვენ სრულიად არაკვალიფიციური განცხადებები მოვისმინეთ გუშინ მოპასუხე მხარის მხრიდან და სამწუხაროა, როცა სახელმწიფო დაწესებულებას წარმოადგენს ადამიანი, რომელიც დაცინვის ობიექტი გახდა მთელი საზოგადოების მხრიდან საკუთარი არაკვალიფიციური განმარტებების გამო", - ამბობს თამარ კორძაია.