ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია - ბოკუჩავა

30.08.24 12:54
ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია - ბოკუჩავა

"ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

პლატფორმა "ერთიანობის" ლიდერის თქმით, ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით არის შესაძლებელი. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ის ღიად ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ტრაექტორია, რომელიც შორდება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიშლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით: ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მოკლე ხანში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", - თქვა  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით.