"მე ვთქვი, რომ ეს არის საარჩევნო კამპანია, ოღონდ კარგი კამპანიაა" - მეუფე ნიკოლოზი საკუთარ განცხადებას განმარტავს

30.08.24 13:39
"მე ვთქვი, რომ ეს არის საარჩევნო კამპანია, ოღონდ კარგი კამპანიაა" - მეუფე ნიკოლოზი საკუთარ განცხადებას განმარტავს

გურამ მაჭარაშვილის განცხადების შემდეგ, რომელმაც მეუფე ნიკოლოზი გააკრიტიკა და მის ეკლესიისადმი აგდებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა, სასულიერო პირი პასუხობს. მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ მისი განცხადებები არასწორად აღიქვა და არ გამორიცხავს, რომ ახლა მმართველი პარტია მას "გადაეკიდოს".  

მე ვთქვი, რომ ეს არის საარჩევნო კამპანია, ოღონდ კარგი კამპანიაა და მოვუწოდებ ყველა ოპოზიციას, რომ ასეთივე კამპანია გააკეთონ, იმიტომ, რომ ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესება კარგია თუნდაც არჩევნების წინ. უნდა გადამკიდოთ ეს მთავრობა,  - მეთქი., - ამბობს მეუფე ნიკოლოზი. 

მეუფე ნიკოლოზის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "ოცნების" შეთავაზებას სასულიერო პირები წინასაარჩევნო  კამპანიას უკავშირებენ, "ოცნება" თავდასხმით პასუხობს.  საქმე ეხება ხელისუფლების ინიციატივას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს.

"ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს უპირისპირდება და ამბობს, რომ მისი განცხადება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში ჯდება. მისი მტკიცებით, სასულიერო პირის დამოკიდებულება "აგდებულია".