სამართლებრივი დავა ცესკოს წინააღმდეგ - ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

30.08.24 13:50
სამართლებრივი დავა ცესკოს წინააღმდეგ - ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

სამართლებრივი დავა ცენტრალური საარჩევნო ადმინიტრაციის წინააღდმდეგ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უწყებას პარტიული წევრების არათანაბარ პირობებში ჩაყენებაში ადანაშაულებენ.

ირკვევა, რომ თანაბარი დატვირთვის მქონე კომისიის წევრებს უწყება განსხვავებულ ხელფასს მხოლოდ პარტიული ნიშნით უხდის. სწორედ ამიტომ ხელისუფლების ოპონენტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს და სასამართლო დღეს, 15:00 საათზე, ოპოზიციის სარჩელის განხილვას დაიწყებს.

როგორც ლაშა ტყეშელაძე "პირველებთან" აცხადებს, მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია,  ამიტომ ოპოზიცია დადგენილების გაუქმებას სამართლებრივად ითხოვს.

თურმე ცესკოში როდესაც დაინიშნება ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენელი და თუ ცესკოს ე.წ. ნეიტრალური წევრი დაინიშნება, მას უნდა ჰქონდეს მეტი ხელფასი. ეს არის პირდაპირ დისკრიმინაცია, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია 11-ე მუხლით. აქედან გამომდინარე დღეს ჩვენ სასამართლოში მაგიტომ შემოვიტანეთ სარჩელი, რომ დღეს დარღვეულია კონსტიტუცია, ეს ხარვეზი უნდა გასწორდეს და სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ დარღვეულია კანონი და უნდა გააუქმოს აღნიშნული განკარგულება. განკარგულება ეწინააღმდეგება როგორც შრომის შესახებ კანონს, ასევე ადმინისტრაციულ სამართალკოდექსს და კონსტიტუციას", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.