დემარში არჩევნების წინ - ენმ-ს ნაწილი საარჩევნო პროცესს ეთიშება

07.08.21 01:07
დემარში არჩევნების წინ - ენმ-ს  ნაწილი საარჩევნო პროცესს ეთიშება

დემარში არჩევნების წინ - "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი საარჩევნო პროცესს ეთიშება. მარნეულში გუნდის უდიდესი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.

გადაწყვეტილება მარნეულის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარტიის წევრები იმ აზრთა სხვა და სხვაობით ხსნიან, რომელიც მათ ხელმძღვანელ პირებთან ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ უკანასკნელი კვირეების განმავლობაში მათ კომუნიკაცია ჰქონდათ დავით კირკიტაძესთან და გადაწყვეტილების შესახებაც ამცნეს, თუმცა ხელმძღანელობამ პროცესის შესაჩერებლად რეაგირება არ მოახდინა. 

რაიონული ორგანიზაციის წევრები შეუთანხმებლობის ერთ-ერთ მიზეზი ასევე, აიას მამედოვის კანდიდატურა იყო. აიას მამედოვი 2012 წლიდან "ქართული ოცნების" რიგებში ირიცხებოდა, ასევე, ის ბოლო პერიოდშ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებშ მინისტრის აპარატში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობდა, რამდენიმე კვირის წინ კი მმართველ გუნდს გაემიჯნა და "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა. 

შეკრებილები ამბობენ, რომ  თვითმმართველობის არჩევნებზე მამედოვის კანდიდატუტის წარდგენა მათთვის შეურაცხმყოფელია. ამის მიუხედავად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფები ენმ-ს დატოვებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. 

ჩვენთვის ძალიან ძნელი გადაწყვეტილებაა, მაგრამ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ამ არჩევნებზე ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის წევრები არ მივიღებთ მონაწილეობას. მიზეზი არის ის, რომ ბოლო დროის განმავლობაში პარტიის რეგინალური ოფისის და რეგიოანლური ხელმძღვანელების მხირდან ჩვენს მიმართ იყო რამდენჯერმე შეცდომა დაშვებული, ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა რამდენჯერმე გადაწყვეტილების მიღება. არ ვტოვებთ ჩვენ პარტიას, ჩვენთვის იყო და იქნება პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ველოდებით მისგან რეაგირებას, - ამბობს ენმ-ს წარმომადგენელი.