"სატყუარა" - მამუკა ხაზარაძე ეკლესიისადმი "ოცნების" შეთავაზებაზე
ეკლესიისადმი "ოცნების" შეთავაზებას, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "სატყუარას" უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ აღნიშნულით ხელისუფლება ეკლესიის საკუთარ დაქვემდებარებაში მოქცევას ცდილობს. ხაზარაძე "ოცნების" შეთავაზებას რუსულ სცენარს ადარებს და ამბობს, რომ სწორედ ასე ცდილობს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის დამორჩილებასაც.
მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი სატყუარა, ვითომ ემოციაზე ნამუშევარი და მრევლზე ნამუშევარი, სასულიერო დასზე ნამუშევარი შეთავაზება, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობის დაქვემდებარება სახელმწიფოზე, რაც არის დაუშვებელი. ჩვენ ვართ სეკულარულ ქვეყანაში და ჩვენი ეკლესია, საპატრიარქო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს არის დაახლოებით იგივე სცენარი, რუსული სცენარი, რაც რუსული კანონის შემთხვევაში მოქმედებს. მათ უნდათ, დაიმორჩილონ სამოქალაქო სექტორი. რა თქმა უნდა, სხვა პასუხს არც ველოდი ჩვენი მღვდელმთავრებისგან და საპატრიარქოსგან, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.