"ეკლესიის დაქვემდებარების, გაკონტროლების მცდელობაა" - დაუშვილი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე
ეკლესიისადმი "ოცნების" შეთავაზებას ერთგვარ "ტრიუკს" უწოდებს "საქართველოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი. ოპოზიციის წევრის თქმით, აღნიშნული შეთავაზება დიდ საფრთხეებს შეიცავს და ეს მღვდელმტავრებს კარგად ესმით.
ეს არის ერთგვარი, რაღაც ვითომდა ტრიუკის ქვეშ, სინამდვილეში, ეკლესიის დაქვემდებარების, გაკონტროლების დამორჩილების მცდელობაა. დარწმუნებული ვარ, დღეს როგორც საპატრიარქოში, ასევე ჩვენს მღვდელმსახურებს ძალიან კარგად ესმით, შეთავაზება, რომელიც მათ, როგორც ჩანს, მიიღეს, ეს შეთავაზება რამდენად დიდ საფრთხეებს შეიცავს. ეკლესია, მრევლი საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ასეთი ვითიმდა კარგი შეთავაზებებით არ მოტყუვდეს, - ამბობს დაუშვილი.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.