"ოცნება“ შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ეკლესიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის - გიორგი ვაშაძე
„ქართული ოცნება“ შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა ეკლესიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, - ასე აფასებს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "ოცნების" ინიციატოვას, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, მმართელი პარტია საზოგადოების გაყოფას მორიგ ჯერზე შეეცადა, თუმცა უშედეგოდ.
„ქართული ოცნება“ შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა ეკლესიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. მას უნდოდა, რომ ისევ გაეყო საზოგადოება ახლა უკვე რელიგიური გრძნობებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ სახელმწიფოს არანაირი ჩარევა არ უნდა იყოს ეკლესიაში და მან უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა ამ ვითარებაში, - ამბობს გიორგი ვაშაძე.