“ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5“- პეტრე ცისკარიშვილი
„ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ცესკოს რეგისტრაციის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მათთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მათივე მეგობრები სამოქალაქო სექტორიდან.
დღეს ე.წ. დედლაინია და ჩვენ წარვდგებით „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, ნომერი 5. ამ ეტაპზე მოგეხსენებათ, რომ ჩვენთან კოალიციაში არის „ევროპული საქართველო, ისევე როგორც „სტრატეგია აღმაშენებელი“, ასევე არიან ჩვენი მეგობრები სამოქალაქო სექტორიდან, რომლებიც შემოერთდნენ „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალშიც ჩვენი რიგები კიდევ უფრო გაფართოვდეს“- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მსგავსი სიახლეები
სახლები აბასთუმანში, რომლის აღდგენა ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა, თავიდან გასაკეთებელია
აბასთუმანში ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადის ჩამოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს - როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კონკრეტულ მოქალაქეს მისი ფერი არ მოეწონა.